21:44 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-07 14:28:52, 344 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა ბაქოში, კლიმატის გამჭვირვალობის შესახებ მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში გამართული მაღალი დონის დიალოგი “კლიმატის გამჭვირვალობის წინსვლა გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩოში (FTF) საყოველთაო მონაწილეობის გზით“ მიზნად ისახავდა გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებას კლიმატის გამჭვირვალობის საკითხებში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეებს შორის ნდობის გაზრდას, პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებებთან მიმართებაში ანგარიშვალდებულების შესახებ და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს კლიმატის პოლიტიკისა და საანგარიშო სისტემების განვითარებაში ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს ჩარჩო კონვენციის (COP 29) პრეზიდენტს, სამდივნოს და საერთაშორისო პარტნიორებს.

“ჩემი ქვეყნის სახელით მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო COP29-ის პრეზიდენტობას, სამდივნოს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს კლიმატის პოლიტიკისა და საანგარიშო სისტემების განვითარებაში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო გეგმავს ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშის (BTR) წარდგენას ვადაზე ადრე.

ამ პერიოდის განმავლობაში ნათლად გამოვავლინეთ ჩვენი საანგარიშო სისტემების ძლიერი მხარეები, რომელთა გაზიარებაც შეგვიძლია ჩვენს კოლეგებთან, ასევე სუსტი მხარეები, სადაც საჭიროა დამატებითი მხარდაჭერა ჩვენი კლიმატის პოლიტიკის ანგარიშგების სიზუსტისა და სისრულის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში გლობალური კლიმატის გამჭვირვალობის პლატფორმა (BTP) ჩამოყალიბდა, რომლის მიზანიც დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის უზრუნველყოფა და განვითარებადი ქვეყნებისთვის BTR-ის მომზადებაში მხარდაჭერაა.  ღონისძიებას 120-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics