01:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 18:38:28, 657 ნახვა

საზოგადოება
ციხისძირში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ადგილობრივები და პოლიტპატიმრები დაუპირისპირდნენ

ციხისძირში, სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, „ნაციონალური მოძრაობის” იმ წევრებს, რომლებიც მჯდომარე აქციას აწყობენ, დღეს ადგილობრივები და პოლიტპატიმრები დაუპირისპირდნენ.

ისინი მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური უფლება არ აქვს, აქციები გამართოს, ამიტომ მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

ადგილობრივებისა და პოლიტპატიმრების განცხადებით, ისინი ოლეგ ბროლაძისა და ბონდო თერდორაძის საქმეზე სასამართლოს განაჩენს ელოდებიან. განაჩენის გამოტანის შემდეგ კი, პარალელურ რეჟიმში, პერმანენტული აქციების მოწყობას აანონსებენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, საპროტესტო გამოსვლებს სამუშაოების შეჩერებამდე არ აპირებენ.

მათი მოთხოვნა უცვლელია: კომპანია „ზიმომ“ სამუშაოების წარმოებაზე გაცემული ნებართვა უნდა წარადგინოს. ამ ეტაპზე ტიტას ხის გადატანის სამუშაოები კვლავ გრძელდება.

 

წყარო: TV25









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics