08:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 09:07:10, 378 ნახვა

მსოფლიო
ჰარისი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა  განაცხადა.

“ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მძევლები სახლში და დავასრულოთ ტანჯვა ღაზაში“,- წერს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი სოციალურ ქსელ X-ზე.

ჰარისმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ის და ჯო ბაიდენი ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც  ისრაელსა და “ჰამასს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მძევლების გათავისუფლების საკითებში მონაწილეობენ.

“ჰერშ გოლდბერგ-პოლინისა და კიდევ ხუთი მძევლის მკვლელობა იყო სასტიკი და ბარბაროსული აქტი, რომელიც “ჰამასის“ ტერორისტებმა ჩაიდინეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, “ჰამასის“ ლიდერები ამ დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ“,- აღნიშნა ჰარისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics