21:07 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 14:37:57, 394 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციის გადაჯგუფებაზე - ეს არის უპრინციპო ადამიანების ქმედება

გახარია-აქუბარდიას პარტიები გაერთიანებით ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ, არ ვიცი. უბრალოდ სასაცილოა,  - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფების საკითხზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს ავალებენ, რომ ერთმანეთში გაერთიანდნენ.

"ეს არის უპრინციპო ადამიანების ქმედება. შეიძლება დიდი სურვილიც არ აქვთ გაერთიანებისა და გადაჯგუფების, მაგრამ ამას ავალებენ. მაგალითად, გახარია-აქუბარდიას პარტიები გაერთიანებით ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ, არ ვიცი. უბრალოდ სასაცილოა. ან თუნდაც ხაზარაძე-ელისაშვილის გაერთიანება. ერთი მეორეს თაღლითს ეძახდა, ხალხის გაუბედურებაში ადანაშაულებდა. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ხელჩართულ ჩხუბამდე ცოტა დააკლდათ. დღეს, ხელიხელგადახვეულები არიან. ხომ წარმოგიდგენიათ რა ადამიანებთან გვაქვს საქმე. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს, სწორ ანალიზს აკეთებს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ არჩევნებზე", - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics