|
2016-02-19 16:14:30, 543 ნახვა
საზოგადოება
სპორტულ-გასართობი მოედნები თბილისის კიდევ 35 საბავშვო ბაგა-ბაღში მოეწყობა
დედაქალაქის 35 საბავშვო ბაგა-ბაღში სპორტულ-გასართობი მოედნები გაკეთდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი ეტაპის მსგავსად, ამჯერადაც შეირჩა ის ბაღები, რომლებშიც სპორტულ-გასართობი მოედნები ან საერთოდ არ არსებობდა, ან საკმაოდ მოძველებული იყო. მათივე ინფორმაციით, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი,ბაღებში სპორტულ-გასართობი მოედნების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე, უკვე დასრულდა. ეზოებში დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები (სასრიალო პლატფორმითა და გასაძრომებით), აიწონა-დაიწონა, ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქცია. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე დაიგება კაუჩუკის ფილები. ეზოები მოეწყობა შემდეგ საბავშვო ბაღებში: №1, №9, №17,№22, №34, №36, №40,№ 41 №45 №51, №59 №63, №72, №80, №83, №92, №100, №109, №112, №117, №153, №155-№163, №167, №170, №181, №185, №192, №198, №205, ,,პირველი ლოგოპედიური, „ნასაგურალი“, „ტაბახმელა“, „ჩიორა“. გასულ წელს სპორტულ-გასართობი მოედანი თბილისის 40 ბაღში მოეწყო. პროცესი თბილისის სხვადასხვა ბაღში ეტაპობრივად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)