22:06 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-29 12:07:01, 318 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათივე მართული არასამთავრობო ორგანიზაციებით და უცხოური დაფინანსებით სარგებლობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასა და  წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობოების მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევასთან დაკავშირებით  ისაუბრა.

როგორც “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მიქანაძემ განმარტა, “დემოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ, ასევე დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი, ეს კი ნათელი მაგალითია, თუ როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათვე მართული არასამთავრობოებითა და უცხოური დაფინანსებით.

“საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ე.წ. “დემოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, რომლის დამფუძნებელია ლევან ცუცქირიძე, რომელიც დღემდე იკავებს ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას.

ლევან ცუცქირიძემ, “მრავალპარტიულ დემოკრატიის ცენტრთან ერთად“, დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი“, რომელიც ივლისის თვეში “ლელოს“ და “ანა დოლიძე-ხალხისათვის“ ალიანსში გაერთიანდა.

მათ შეუერთდნენ ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები ირინე კურტანიძე და თამარ ჯოლოხავა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათივე მართული არასამთავრობო ორგანიზაციებით და უცხოური დაფინანსებით.

გამოდის რომ დანიური დაფინანსების არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა.  ცალსახაა, რომ სახეზეა როგორც ზღვარის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე, უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე.  ანალოგიური ქმედების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფოში და მათ შორის, დანიაშიც, ბუნებრივია, ცალსახად უარყოფითად იქნებოდა შეფასებული“,- აღნიშნა მიქანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics