|
2024-08-29 11:03:01, 374 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, AIM ჯგუფი რუსთავში საცხოვრებელ კომპლექს Elite Home-ს აშენებს
ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ბანკის მხარდაჭერით, AIM ჯგუფი რუსთავში საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ქალაქ რუსთავში, ვახუშტის ქ. 6-ში მდებარე 6 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით და ადგილმდებარეობით. კომპლექსის მობინადრეები ისარგებლებენ კეთილმოწყობილი ტერიტორიით, გამართული ინფრასტრუქტურით და გამწვანებული სკვერით, სადაც მოიაზრება საბავშვო სივრცეც. AIM ჯგუფს არაერთი დეველოპერული პროექტი აქვს განხორციელებული, დაკომპლექტებულია კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისაგან შემდგარი ჯგუფებით, შენობები კი გამოირჩევა უსაფრთხოების კონსტრუქციული და სეისმური მდგრადობით. AIM ჯგუფის პრიორიტეტებია მშენებლობის პროცესში მაღალხარისხიანი სამშენებლო მასალების გამოყენება, სამშენებლო ვადების დაცვა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა მშენებლობის ყველა ეტაპზე. ენერგოეფექტური ბინები, მოქნილი შიდა დაგეგმარება, სასურველი ინტერიერის დიზაინი და თანამდეროვე არქიტექტურა, მობინადრეების კომფორტული ცხოვრებისთვის არის გათვლილი. Elite Home-ის სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის დეკემბერში სრულდება. ბინის ფართები 40 კვ.მ-დან იწყება და მწვანე კარკასის მდგომარეობაში ბარდება მომხმარებელს. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ. პროექტის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)