07:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-28 15:37:38, 390 ნახვა

საზოგადოება
ჯაღმაიძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივაზე - ხელისუფლების მხრიდან იყო მსგავსი შემოთავაზება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების თემაზე ხელისუფლების მხრიდან შეთავაზება გაკეთდა.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, ფორმულირება დაზუსტებული არ არის და საპატრიარქოში მსჯელობენ, რა ფორმით უნდა მოხდეს შემოთავაზების ფორმულირება.

"ხელისუფლების მხრიდან იყო მსგავსი შემოთავაზება. აქ ჩვენ შინაარსზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვის მკაფიო ხაზს, მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და ეკლესიისათვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. ამდენად, ეს შემოთავაზებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, ეკლესიის როლი და სტატუსი იყოს კიდევ უფრო გამყარებული, ფასეულობების, ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას კიდევ უფრო შეეწყოს ხელი.

სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ფორმულირებას რაც შეეხება, ეს არ არის ყველაზე უფრო მთავარი და პრინციპული, არც ასე მკაცრად არ დგას საკითხი. მთავარი თემა აქ არის, რომ რაიმე ფორმულირება მოიძებნოს, რომელიც ხელს შეუწყობს იმ საკითხებს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. საპატრიარქო ახლა მსჯელობს ამ თემაზე. ორშაბათს იყო შეხვედრა მღვდელმთავრების, ყველა მღვდელმთავარმა ვერ მოახერხა მოსვლა, რადგან სპონტანურად დაიგეგმა შეხვედრა, ამიტომ ნაწილი მღვდელმთავრებისა შეიკრიბება ხვალ და ფორმულირებაზე იმსჯელებენ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics