10:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 12:46:59, 430 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ლიეტუვა-ბელარუსის საზღვართან ჩავიდნენ

ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ლიეტუვა-ბელარუსის საზღვართან ჩავიდნენ და საზღვრის განმტკიცების გზები განიხილეს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს.

როგორც ლანდსბერგისი წერს, მინისტრების ვიზიტი 2 ქვეყნის დიპლომატიური უწყების ყოველწლიური სემინარის ფარგლებში შედგა.

"ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ საფრთხეებს, რომელსაც ბელარუსი და რუსეთი ქმნიან მათი მეზობლებისა და მთლიანად ევროპისთვის",- წერს ლანდსბერგისი.

ცოტა ხნის წინ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის ევროკავშირში მოხვედრის მსურველ არალეგალ მიგრანტებს და მიანიშნა, რომ ეს ბალტიის ქვეყნების მიერ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდაა.

ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ ბელარუსის სარეგისტრაციო ნომრების მქონე მსუბუქ ავტომობილებს მათ სახელმწიფოებში შესვლა აუკრძალა. ლიეტუვაში ასევე საუბრობენ ლიეტუვასა და ბელარუსს შორის საავტობუსო მიმოსვლის შემცირებაზეც, ასევე  -  ბელარუსთან და რუსეთთან საბაჟო თანამშრომლობის შეთანხმების გაუქმებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics