|
2024-08-27 11:32:09, 301 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აქტიურად ემზადებიან
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა ბაგა-ბაღებში პატარებს კეთილმოწყობილი გარემო დახვდეთ. "მოგეხსენებათ, დედაქალაქის მერიას განსაკუთრებული მიდგომა აქვს საბავშვო ბაღებთან, მის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები იმისთვის, რომ ჩვენს პატარებს სათანადოდ კეთილმოწყობილი გარემო დავახვედროთ და იმ ბაღებში, სადაც ამის საჭიროება არსებობს, ყველა პრობლემა აღმოვფხრათ. გასულ წელს დავიწყეთ „ბაგა-ბაღების განახლების პროგრამა“, რომლის მიზანია ბაღების ძველ შენობებში კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა და მათი თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფა. ყოველწლიურად, ამ პროგრამის ფარგლებში შეირჩევა საბავშვო ბაღები, სადაც საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება და ეტაპობრივად, გამოიყოფა თანხები ამ სამუშაოსთვის“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ამჟამად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება განახლების სამუშაოები, ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში კი ამ ბაღების აღსაზრდელებს განახლებული ინტერიერი, ფასადები და გარე სივრცეები დახვდებათ. გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, სამ საბავშვო ბაღში ეზოს ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, 11 საბავშვო ბაღის შენობას კი სახურავის რეაბილიტაცია უტარდება. „ასევე, თბილისის 115 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რაც გულისხმობს სააღმზრდელო ჯგუფების, ეზოს ატრაქციონების, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეების განახლებას. ამ პროექტებისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან რვა მილიონზე მეტი ლარი იხარჯება“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)