01:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 14:03:32, 565 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შესახებ იმსჯელეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის აქტუალურ საკითხებზე ფორუმი გაიმართა.

მერიის ინფორმაციით, ფორუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრის მთავარი თემა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის სპეციფიკა და გამოწვევები იყო.

მოწვეულ სტუმრებს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა სამსახურის მუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

შეხვედრას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ყუშიტაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე გერმანელი ექსპერტი, გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ულრიხ შტელკენსი ესწრებოდნენ.

„ფორუმს ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი მართავს. ინსტიტუტმა გამოთქვა სურვილი, რომ ამ შეხვედრაში ჩავრთულიყავით, რასაც სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან მნიშვნელოვანია, რომ პრობლემურ საკითხებზე პრაქტიკოსებსა და მეცნიერებს შორის მსჯელობა შედგეს.  ამ ფორუმის დანიშნულებაა, ვიმსჯელოთ აქტუალურ საკითხებზე და ამაში ჩაერთონ მეცნიერები. გვაქვს სურვილი, რომ მათთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ და საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელიც არსებობს ამ სფეროში ერთობლივად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ვლადიმერ ყუშიტაშვილმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი მსგავს ფორუმებს რეგულარულად მართავს. ფორუმის მიზანია სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის დიალოგი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics