|
2024-08-23 16:05:51, 345 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ბაზრობებსა და ბაზრებში აქტიურად მიმდინარეობს
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ამჯერად, საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ბაზრობებსა და ბაზრებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად მიმდინარეობს. "ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ცესკოს წარმომადგენლები მოქალაქეებს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, ასევე იმართება საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაციაც, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ პრაქტიკაში გამოსცადონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. აღნიშნულ შეხვედრებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს მასშტაბით არსებული ბაზრობებისა და ბაზრების 31 ლოკაციაზე, 21-27 აგვისტოს პერიოდში განახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ცესკოს მიერ გამართული საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას პირადად გაეცნო და ნახა თუ როგორ მუშაობს საარჩევნო აპარატები. ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)