|
2024-08-23 12:21:24, 276 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არის აგენტურა, რომელიც იმართება გარედან და შენიღბულია ვითომდა დემოკრატ - ევროპულობით
ეს არის ყველაზე ბოროტი ძალა. ყველა შეკრებილი, ვინც არის იქ, ყველაფრის მკადრებლები არიან ქვეყნის წინააღმდეგ. გაერთიანებებზეც რა უნდა გითხრათ, მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, რა გაერთიანებაზეა საუბარი,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის გეგმებზე ჰკითხეს. თბილისის მერის თქმით, “ოპოზიციას დღეს წარმოადგენს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“. “არ ვიცი, რა გეგმებზე უნდა ვისაუბროთ ოპოზიციასთან დაკავშირებით, იცით თქვენ, რა გეგმები აქვთ? - ისე არ ვიცი მეც. ერთადერთი ვიცი, რომ ეს არის გარედან მართული ძალა, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მზადაა, ქვეყანა ჩართოს ომში და მე ამას შემთხვევით არ ვამბობ - ისევ მათი განცხადებებიდან გამომდინარე ვსაუბრობ. როცა აგენტი ხარ, როგორ შეიძლება იფიქრო სამშობლოზე, შენს ქვეყანაზე, შენი ქვეყნის მოსახლეობაზე - ეს მათ დაამტკიცეს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მიმართ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ნათელი მაგალითია იმისა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. ხომ შეიძლება, ოპოზიციაში რამე გამოსწორდეს?! ადამიანები ვართ, ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, მოიბოდიშოს. არა, პირიქით - იმავეს აგრძელებენ, უბრალოდ ნაკლები რესურსი აქვთ. ბულინგი, შეურაცხყოფა, თუკი რაიმე სიბინძურე არსებობს, ყველაფრის მკადრებლები არიან, თუმცა არანაირი რესურსი მათ არ გააჩნიათ. შესაბამისად, ისინი ერთ პლატფორმაზე იქნებიან თუ ცალ-ცალკე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მისასალმებელია, თუ ისინი შექმნიან რამდენიმე ერთიან პლატფორმას, იმიტომ რომ ყველა ერთია ეს ადამიანი, “კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ერთია, ეს არის აგენტურა, მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, შენიღბული არიან ვითომდა რაღაც დემოკრატიით და ევროპულობით, არადა ფაშისტები არიან. ეს არის რეალობა და ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს მათ 26 ოქტომბერს“,- განაცხადა თბილისის მერმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)