01:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 13:16:55, 674 ნახვა

საზოგადოება
EPN - Research-ის გამოკითხვის მიხედვით, მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მოქალაქეებს დასაქმება მიაჩნიათ

EPN - Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად დასაქმება მიაჩნია.

კერძოდ, კითხვაზე - თქვენს მიერ შერჩეული ან სხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამიდან რომელია მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები? -  35.1 %-მა (702რ) მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად დასაქმება დაასახელა,  სოციალური და ჯანდაცვის საკითხები - 23.6%-მა (472რ), ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა - 16.7%-მა (334რ), ადამიანის უფლებები - 15.9 %-მა (318რ), საქართველოს უსაფრთხოება - 7.8%-მა (156რ), ხოლო გამოკითხულთა 0.9%-სთვის (18რ) მნიშვნელოვანი სხვა საკითხებია.

კითხვაზე: იცნობთ თუ არა, თქვენს მიერ შერჩეული ან სხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას? გამოკითხულთა 13.3 % (266რ) აცხადებს, რომ იცნობს, 86.7% (1734რ) კი, არ იცნობს.

ცნობისთვის, ცნობისთვის, EPN- Research -მა ჩაატარა გამოკითხვა საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და თელავი. EPN- Research მიერ სულ გამოიკითხა 2000 საქართველოს მოქალაქე - წარმომადგენლებითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში.

EPN- Research-მა გამოკითხა მხოლოდ ის რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული აქვთ და მას არ შეიცვლიან. შესაბამისად კვლევაში, რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ არჩევანი არ გაუკეთებიათ, არ მოხვდნენ.

EPN- Research-ის საზოგადოებრივ კვლევების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის განწყობას და დაეხმაროს მათ, ამოიცნონ და იზრუნონ მოსახლეობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

გამოკითხვის საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის 8-29 იანვრის.  EPN- Research არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია რომელიც 2012 წლიდან მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics