01:09 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 18:00:44, 502 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პატრონებისგან მიიღეს დავალება, რომ საზოგადოების მოტყუება სცადონ

ასეთი კვაზი გაერთიანებები, შერწყმები და გადარწყმები, რომელსაც კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში“ ვხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობას ნიშნავს- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე საუბრისას განაცხადა. 

გორდულაძის თქმით, არაერთი განცხადება გვახსოვს, სადაც ერთმანეთს აგინებდნენ და ხელითაც ეხებოდნენ, მაგრამ ახლა მიიღეს თავიანთი პატრონებისგან დავალება და ამ ყველაფერს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში.

"ეს ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით, არც პოლიტიკური სინდისით და ნამუსით გამოირჩევიან. არაერთი განცხადება გვახსოვს, სადაც ერთმანეთს აგინებდნენ და ხელითაც კი ეხებოდნენ ხოლმე. მაგრამ ახლა მიიღეს თავიანთი პატრონებისგან დავალება, საზოგადოების მოტყუება სცადონ, თითქოს ნაცმოძრაობისგან დისტანცირებულები არიან. სინამდვილეში მათ არაფერი განასხვავებთ, არც იდეოლოგია, არც მიზნები. ვხედავთ, როგორ ართმევს ერთმანეთს ხელს ხაზარაძე და ელისაშვილი. ვხედავთ, როგორ ერთიანდება "ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფორმალურად, მაგრამ სულიერად და გონებრივად არასდროს წასული გიგი წერეთელი და ყველაფერი ეს არის იმის მცდელობა, რომ როგორმე თავიანთი მხარდამჭერების რაოდენობა გაანაწილონ მცირე პარტიებზე და პარლამენტში მანდატების მოპოვება სცადონ, რაც არ გამოუვათ“ - განაცხადა გორდულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics