01:08 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 13:13:15, 420 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში კონგრესმენ დინ ფილიფსს შეხვდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენ დინ ფილიფსს შეხვდა.

ბოკუჩავას განცხადებით, კონგრესმენ დინ ფილიფსთან საუბარი იყო რუსეთის შეკავების მნიშვნელობაზე, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენაზე, მეგობარი აქტზე და იქ გაწერილ სიკეთეებზე, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია და დამატებითი დახმარება საქართველოსთვის, ისევე როგორც სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ იმ ანტიდასავლური და ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რაც მან გადადგა.

“კონგრესმენმა დინ ფილიფსმა საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ორ პარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესში. დემოკრატიული პარტიის ლიდერშიფს ძალიან კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები, რათა საქართველომ კვლავ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური კურსით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც კამალა ჰარისს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics