|
2024-08-15 15:28:07, 429 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი - დღეს შემატყობინეს, რომ იქნებოდა ოლიმპიელების დაჯილდოება - მაქვს ორი მიზეზი, რატომაც ასე სასწრაფოდ დაჯილდოება არ შეიძლება
პირველ საათზე, დღეს შემატყობინეს, რომ საღამოს რვა საათზე იქნებოდა მიღება, დახვედრა ოლიმპიელების და თურმე, დაჯილდოება - მე მაქვს სერიოზული ორი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება დღეს მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "ეს არის სერიოზული საქმე და არა, აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი", და ამიტომ, აპირებს, რომ სახალხო ზეიმი მოაწყოს. ამასთან ზურაბიშვილის თქმით, ახლა იწყება პარაოლიმპიადა, რომელიც 8 სექტემბრამდე გრძელდება და ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაბრუნების ცალ-ცაკლე აღნიშვნა დისკრიმინაციული იქნება. "პირველ საათზე, დღეს შემატყობინეს, რომ საღამოს რვა საათზე იქნებოდა მიღება, დახვედრა ოლიმპიელების და თურმე, დაჯილდოება. მე არ მჩვევია რაღაცა კინკლაობა და სხვა დონის პოლიტიკური გასარჩევი საკითხები გაგვაჩნია, მე მგონი. მაგრამ მე მგონი, რომ ეს დაჯილდოება ოლიმპიელების და მათი დახვედრა, როგორც სხვათა შორის, გამოვაცხადე, როცა ვაცილებდით ოლიმპიელებს ყველანი ერთად, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ მე დავხვდებოდი აქ, სექტემბერში, როცა დაბრუნდებოდნენ და მე მაქვს სერიოზული ორი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება დღეს მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება - ჯერ ერთი, რომ ეს არის სერიოზული საქმე და არა, რაღაც აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი, მაგრამ ორი მთავარი მიზეზი არის სხვა - ერთი, რომ მე ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს მართლაც ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, ყველამ არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ, სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამას ვაპირებ, რომ მოვაწყო სახალხო ზეიმი, როგორც გამოვაცხადე. და მეორე, კიდევ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი, რომ პარაოლიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე და წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას - როგორ შეიძლება, რომ ჩვენ ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება ცალკე სპორტსმენების, ვინც მონაწილეობა მიიღო მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე პარაოლიმპიელები, არა, არანაირი დისკრიმინაცია, ეს არის მიუღებელი, ყველას ერთად მივიღებთ, მთლიანად ხალხი, საზოგადოება და ყველანი, ოლიმპიელები, თუ პარაოლიმპიელები, გელოდებით სექტემბერში",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)