18:41 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-15 10:57:00, 486 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  (WHO) "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC WHO-ს გენერალურ დირექტორზე, ტედროს ადანომ გებრეიესუსზე დაყრდნობით ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოყვა.

“აფრიკაში და მის ფარგლებს გარეთ შემდგომი გავრცელების პოტენციალი ძალიან შემაშფოთებელია. კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად. “მაიმუნის ყვავილი“ ერთი ადამიანიდან მეორეზე სქესობრივი კონტაქტითა და კანთან კონტაქტით გადაეცემა. ის გრიპის მსგავს სიმპტომებსა და კანის დაზიანებებს იწვევს.

ეპიდემიის გავრცელების კონტროლი შესაძლებელია ვაქცინებით, ინფექციების პრევენციით, თუმცა ეს ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ან მათთვის, ვინც მჭიდრო კონტაქტში იყო ინფიცირებულ ადამიანთან. კონგოს გარდა, "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში დაფიქსირდა“,- წერს BBC.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics