12:33 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 19:09:31, 717 ნახვა

სამართალი
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების კუთხით სასჯელაღსრულების სისტემაში მიღწეულ შედეგებს დადებითად აფასებს

საქართველოს მიერ ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების კუთხით მიღწეულ შედეგს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის  კომიტეტი დადებით შეფასებას აძლევს.  

„შთამბეჭდავია საქართველოს ხელისუფლების მიერ ციხის გადატვირთულობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მიღწეული შედეგები. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე რამდენიმე წელია ინარჩუნებს პატიმართა რაოდენობას  და მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე“ -  ეს განცხადება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის  კომიტეტის წარმომადგენელმა ბორის ვოდზიმ  ციხის გადატვირთულობის პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე გააკეთა. 

მისივე განცხადებით, პრობლემა, რომელიც საქართველოში ბოლო ათწლეულის მანძილზე მოუგვარებლად რჩებოდა, დღეს აღმოფხვრილია, რასაც ფართომასშტაბიანი ამნისტიის გარდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ განხორციელებულმა კომპლექსურმა რეფორმებმაც შეუწყო ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics