18:40 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-15 09:46:49, 421 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მაჰმუდ აბასს ანკარაში შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერდოღანმა აბასს განუცხადა, რომ თურქეთი ისრაელზე ზეწოლას გააგრძელებს.

ერდოღანის თქმით, ანკარა გააგრძელებს პალესტინის მხარდაჭერას და "უბიძგებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაზარდონ ისრაელზე ზეწოლა".

ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაგმო ღაზაში მიმდინარე ომი და ზოგიერთი დასავლური ქვეყანა "დუმილსა და ისრაელის მხარდაჭერაში" დაადანაშაულა.

აბასმა და ერდოღანმა აგრეთვე განიხილეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც საჭიროა ღაზაში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისთვის.

როგორც ერდოღანმა აბასს განუცხადა, ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით კი მუსლიმურმა სამყარომ, უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics