|
2024-08-13 16:17:17, 348 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ კონცეპტის მხარდაჭერით ფესტივალი JAZZ&WINE Kakheti გაიმართბა
“თიბისი“ კონცეპტის მხარდაჭერით, წელს კახეთი მერვედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 12 ოქტომბერს, ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ამფითეატრის სცენა დაეთმობა იტალიურ ჯგუფს “სვით ლაიფ სოსაეთი“ (THE SWEET LIFE SOCIETY) მათი უნიკალური სტილი აერთიანებს ვინტაჟურ მელოდიებსა და ამერიკული ჰიპ ჰოპს, რაც ქმნის დახვეწილ და ელეგანტურ მელოდიას, რომელსაც საოცრად ერწყმის ჯულიეტა პასერასა და მორენო ტურის შეუდარებელი ვოკალი. სადღესასწაულო განწყობას საღამოს ბოლრუმში გააგრძელებენ ვირტუოზი მუსიკოსები: კოლუმბიელი ედმარ კასტანედა და შვეიცარიელი გრეგუარ მარე, უნიკალური პროექტით ჰარფ vs ჰარფ (Edmar Castañeda & Grégoire Maret - HARP vs HARP) დღის ბოლოს კი, ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგება ფრანგული ჯგუფი “ელექტრო დე ლუქსი“ (ELECTRO DELUXE) მათ ფრანგული მუსიკის ელჩებსაც კი უწოდებენ. ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება დიდი ხნის წინ მოიპოვა. მათი მუსიკა უნივერსალურ ენაზე საუბრობს და აერთიანებს სოულის, ჰიპ-ჰოპისა და R&B ელემენტებს. საოცარი იმპროვიზაციის უნარი წარუშლელ ატმოსფეროს ქმნის დარბაზში და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მსმენელის მეხსიერებაში. ეს არის ის, რითაც მუსიკოსები მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავენ მსმენელს. ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს “თიბისი“ კონცეპტი. ოფიციალური სპონსორია ვიზა. სპონსორები: პორშე, ისი პარი. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია. მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TV იმედი, ჟურნალი Homeland of Wine Magazine, რადიო ფორტუნა, Marketer.ge. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია ისთერნ ფრომოუშენსი. ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. წინასწარი გაყიდვების ფარგლებში (13-15 აგვისტო) სასტუმროს პაკეტებისა და ბილეთების შეძენას “თიბისის“ კონცეპტ კლიენტები შეძლებენ სპეციალურ ფასად, ხოლო შემდგომ, მხოლოდ ბილეთებზე “თიბისი“ კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, “თიბისი“ Visa ბარათზე კი 15%-იანი.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)