18:43 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-13 14:39:15, 474 ნახვა

მსოფლიო
მედია - თურქეთში 18 წლის ბიჭმა 5 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა

თურქეთში 18 წლის ბიჭმა, რომელსაც კომპიუტერული თამაშის პერსონაჟის ფორმა ეცვა, დანითა და ნაჯახით 5 ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინციდენტი ქალაქ ესქიშეჰირში მოხდა.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

"ახალგაზრდა მამაკაცს კომპიუტერული თამაშის პერსონაჟის ფორმა ეცვა, ეკეთა სათვალე, ნიღაბი, ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი, გულზე დამაგრებული ჰქონდა ნაცისტური ემბლემა. თავდასხმის დროს მამაკაცს ჩაფხუტზე დამაგრებული კამერა ჰქონდა და ფაქტს სოციალურ ქსელ X-ზე პირდაპირ ეთერში გადასცემდა",- წერს მედია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics