|
2024-08-12 17:16:22, 379 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ხედავთ, „ნაცმოძრაობა“ როგორ ფორმალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას, იმიტომ, რომ გამარჯვების შანსი 5 ნომერს არ აქვს
თუ აკვირდებით, ყველა ეს “აგენტურული პარტია“, მოვალეობის მოხდის მიზნით დადიან და შეხვედრებს ატარებენ. დიდი საარჩევნო აქტივობები არ აქვთ, ბილბორდებიც არ გამოუკრავთ. ეს მიგვანიშნებს, რომ შეიძლება იგეგმებოდეს გარკვეული პროვოკაციები და ამაზე არ უნდა წამოვეგოთ - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, სწორედ “ნაცმოძრაობას“ და მის “დანამატ პარტიებს“ აწყობთ პროვოკაცია და მსხვერპლი, რისი საშუალებაც სახელმწიფომ და ქართულმა საზოგადოებამ მათ ხმა არ უნდა მისცეს. მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიასაც ფორმალურად ატარებს, ვინაიდან იციან, რომ გამარჯვების შანსი არ აქვთ, ხოლო ის 2-3 პროცენტიანი პარტიები, რომლებიც, რეალურად, “ნაცმოძრაობის“ დანამატს წარმოადგენენ, 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის იბრძვიან, რასაც ვერ აღწევენ. “ყველას მოვუწოდებ, ეს ხელის ქნევები დავამთავროთ, გავჩერდეთ. რაც არ უნდა გამწარებულები ვიყოთ, რაც არ უნდა გაბრაზებულები ვიყოთ, რაც არ უნდა მათი დანაშაულები გვახსოვდეს, მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. მათ უნდათ პროვოკაცია, მათ სჭირდებათ მსხვერპლი, პროვოკაციული გეგმა და დარწმუნებული ვარ, რაღაც მსგავსს აუცილებლად იკადრებენ და ამასაც არ ვამბობ შემთხვევით; და ამის საშუალებას, ყველას ვთხოვ,ნუ მივცემთ “ნაცმოძრაობას“. არანაირი პარტიები არ არსებობს. ყველა ის პარტია, რომელიც დღეს რეიტინგებში 2 და 3 პროცენტს ინარჩუნებს, არის “ნაცმოძრაობის“, ანუ “აგენტურის დანამატი“, მათი საერთო მიზნებიდან გამომდინარე. “ნაცმოძრაობა“ როგორ ფორმალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას, კი ხედავთ და რატომ? - იმიტომ, რომ გამარჯვების შანსი არ აქვს 5 ნომერს და დანარჩენები წვალობენ და ებღაუჭებიან 5-პროცენტიან ბარიერს და იქამდეც ვერ მიდიან. ე.ი. მათ სჭირდებათ რაღაც დიდი პროვოკაცია, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად, სახელმწიფოებრივადაც და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და საზოგადოებაც უნდა იყოს მზად, რომ მათ პროვოკაციებს არ აჰყვეს და არანაირი პროვოკაციის დაშვება არ მოვახდინოთ. ახლა, სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას სჭირდება ამ დაშვების გამორიცხვა, რომ მათ ვერ შეძლონ, არ უნდა დავუშვათ, რომ მათ შეძლონ რაიმე პროვოკაცია, რომ ეს ქვეყანა ფიზიკურადაც და სულიერადაც გადარჩეს“,- განაცხადა მდინარაძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)