|
2024-08-12 11:59:18, 346 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ორ ახალ პროექტს ახორციელებს
“თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ორ ახალ პროექტს ახორციელებს. პროექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. “ერთი წლის წინ მერიის ხელშეწყობით შეიქმნა ახალი თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუცია “თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“. ფონდი აცხადებს კონკურსებს და გამარჯვებული არტისტების ნამუშევრები ქალაქის სხვადასხვა უბნის საჯარო სივრცეებში დროებით იფინება. უკვე განხორციელდა შვიდი პროექტი და ახლა მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ორი ახალი პროექტის შესახებ: ვარკეთილში, მეორე მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე, განთავსდა ზურა ჯიშკარიანის ლიტერატურული ტექსტი, ლადო ლომიტაშვილის ძალიან საინტერესო არქიტექტურული დიზაინით. ასევე, ქალაქის ქუჩებში შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ძალიან შთამბეჭდავი ფოტოგამოფენა. მთელი თბილისის მასშტაბით 47 ბილბორდზე შეგხვდებათ ოთხი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის - ანა ფატლაძის, სანდრო ხუციშვილის, გიორგი შენგელიას და საბა გორგოძის ფოტონამუშევრები“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა. ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტების ზუსტ მისამართებსა და სხვა ინფორმაციას საზოგადოება ფონდის ვებგვერდზე იხილავს. ფონდს ასევე აქვს მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამა სხვადასხვა უბანში არსებული საჯარო და კერძო სკოლებისთვის, ბაღებისთვისა და უნივერსიტეტებისთვის. გარდა ამისა, კახა კალაძის ინფორმაციით, ხშირად ტარდება საჯარო ლექციები, ვორკშოფები, შეხვედრები არტისტებთან, სადაც დასწრება თავისუფალია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)