20:20 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-11 16:38:42, 555 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - უკრაინის დარტყმებზე რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს

მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაცრი პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Telegram-ზე წერს.

 როგორც ზახაროვა წერს, ზელენსკიმ, დასავლეთის ბრძანებით, განსხვავებული გზა აირჩია, მან უკრაინის სახელმწიფო აპარატის ნარჩენები ტერორისტულ ძრავად გადააქცია.

"აკრძალულმა ორგანიზაცია ISIS-მა ახლახან გამოაცხადა თავი სახელმწიფოდ. იყო მცდელობები, შემოეღოთ საკუთარი ვალუტა და ჩამოეყალიბებინათ კვაზისახელმწიფო. 

ზელენსკიმ, დასავლეთის ბრძანებით, განსხვავებული გზა აირჩია - მან უკრაინის სახელმწიფო აპარატის ნარჩენები ტერორისტულ ძრავად გადააქცია. იგი დიდი ხნის განმავლობაში იფარავდა თავის ნამდვილ სახეს წარმატებით - დასავლეთში ბევრს სჯეროდა მისი ვითომდა დადებითი ზრახვების. მაგრამ როდესაც საღებავი გადავიდა, ტერორისტული არსი გამოჩნდა. კიევის რეჟიმის ნეონაცისტურმა იდეოლოგიამ შობა საერთაშორისო ტერორისტული ბუდე ბანკოვას ქუჩაზე კიევში, ბანკოვას ქუჩაზე მდებარეობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა, სადაც თავს იყრის შხამიანი ნარჩენი და მისი კვების უზრუნველმყოფელი წყაროები", - წერს ზახაროვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics