|
2024-08-09 16:32:06, 333 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით ყვარელში დაარსებული „ქართული სამეფო ღვინო" განვითარდა
კომპანია "ქართული სამეფო ღვინო" (GRW) რევაზ ყარალაშვილმა ქალაქ ყვარელში 2012 წელს დააარსა. GRW საოჯახო ღვინის კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოებს და ექსპორტზე გააქვს 20 ქვეყანაში. ყარალიშვილების ოჯახი უკვე მეხუთე თაობაა მეღვინეობით არის დაკავებული. თამაზ ყარალაშვილი, რევაზის მამა, იმ მხარეში ცნობილი მეღვინეა და კომპანიაში მთავარი მეღვინის ფუნქციაც საკუთარ თავზე აქვს აღებული. გამოცდილი მეღვინეები, ოჯახური ტრადიცია, ღვინის დაყენების ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მომხმარებელს მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის ქართული სამეფო ღვინო შესთავაზონ. "2020 წელს სრულიად ახალი ღვინის საწარმო ავაშენეთ, თანამედროვე ტრენდების და ტექნოლოგიების გათვალისწინებით. ამჟამად წელიწადში 2 მილიონ ბოთლ 15 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, ყვარელი ქინძმარაულის ზონაა და ჩვენი ქინძმარაულიც ყველაზე პოპულარული სახეობაა. უახლოეს მომავალში ვაპირებთ დასავლეთის ღვინოებიდან რამდენიმეს წარმოებაც დავიწყოთ", - ამბობს რევაზ ყარალაშვილი, კომპანია GRW-ის დამფუძნებელი. ყველაზე დატვირთული სეზონი რთველზეა, ამ დროს ყურძენს კრეფენ საკუთარი ვენახებიდან, ხოლო ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობიდან იბარებენ. წელს დაგეგმილია 1500 ტონა ყურძნის მიღება. GRW-ის ღვინის 95 % ექპორტზე იყიდება ევროპის და აზიის ქვეყნებში, ახლახანს იაპონიის ბაზარზეც გავიდნენ. "ქართული სამეფო ღვინო" წლების განმავლობაში "თიბისის" ფინანსური მხარდაჭერით ვითარდებოდა, სულ მალე ქარხანაში დაამონტაჟებენ წარმოების ახალ ხაზს, რომელიც ეროპაში შეიძინეს და მისი დახმარებით, შესაძლებელი გახდება ქარხნის წარმადობა 3 მილიონ ბოთლამდე გაიზარდოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)