|
2024-08-09 15:25:23, 333 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ბურჭულაძე - გვაქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და წარმატებული ჩემპიონატების ორგანიზების გამოცდილება „ბაკურიანი 2025“-ის მაღალი ხარისხით ჩასატარებლად
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხით, რასაც ადასტურებს ჩვენი გუნდის გამოცდილება და ასევე თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურის ხარისხი, რომელიც 2023 წლის ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოეწყო, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ "ბაკურიანი 2025-ის" საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა. მისი თქმით, ოლიმპიური ფესტივალი სამთო-სათხილამურო მიმართულებით სხვადასხვა დისციპლინებში დიდველის არეალში ჩატარდება. ირაკლი ბურჭულაძის შეფასებით, საქართველოსთვის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის წარმატებით ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. "ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის შიგნით სპორტის პოპულარიზაციისთვის", - აღნიშნა ბურჭულაძემ. "ბაკურიანი 2025-ის" ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მთავრობის განკარგულებით, კომისია ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას, ასევე ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)