01:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 16:19:20, 1424 ნახვა

საზოგადოება
კახა ჩომახიძე: მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით შედგენილი პროგრამები მეტად წარმატებული იქნება

გასული თვის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ „გლობალ ალიანსის“ ინიციატივით წამოიწყო სოციალური პროექტი „რა გაწუხებთ?“. ჰეპატოლოგი კახა ჩომახიძე ეხმაურება აღნიშნულ ინიციატივას და მიიჩნევს, რომ „რა გაწუხებთ?“ დაეხმარება რეფორმას იყოს წარმატებული, რადგან ის იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

„ჩემი აზრით, „რა გაწუხებთ?“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიღებული შედეგების მიხედვით განხორციელებულ რეფორმას ეს წარმატებაში დაეხმარება, რადგან მოსახლეობის აზრი იქნება გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი საჭიროებების მიხედვით შედგენილი პროგრამები უფრო წარმატებული იქნება“, - მიიჩნევს კახა ჩომახიძე.

მედიკოსი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რაც დღეს ჯანდაცვის სისტემაშია.

„პრობლემებზე მოუფიქრებლად საუბარი რთულია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მიმართულებით რა პრობლემაც იყო, ის პრაქტიკულად, მოგვარების გზაზეა. ვგულისხმობ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ექიმების ანაზღაურება. ეს ჯერჯერობით ყველაზე მოუგვარებელი პრობლემაა და თუ ამასაც გაითვალისწინებს ჯანდაცვის რეფორმა, კარგი იქნება. მოდით, ესე ვთქვათ, ჯანდაცვის რეფორმის შემთხვევაში სამი რგოლი უნდა იყოს დაკმაყოფილებული: სახელმწიფო, ექიმი და პაციენტი. ჯერჯერობით, სახელმწიფო და პაციენტია უფრო კმაყოფილი, ვიდრე ექიმი. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე ზრუნვაა საჭირო“, - განაცხადა კახა ჩომახიძემ.

პრობლემების პარალელურად მან გამოყო ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში არსებული მიღწევებიც.

„რაც შეეხება მიღწევებს, რასაკვირველია, ასეთებიც იყო. ვახსენე უკვე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ასევე, არ შეიძლება არ გამოვყოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ცალსახად უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისათვის“, - ამბობს კახა ჩომახიძე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics