|
2016-02-18 15:06:03, 570 ნახვა
საზოგადოება
ალასანია ბაჩანა ბრეგვაძეზე - დავკარგეთ ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ლიტერატურა და კლასიკოსები შეგვაყვარა
"საქართველომ ძალიან დიდი რესურსი დაკარგა ბ-ნ ბაჩანა ბრეგვაძის სახით", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე, განაცხადა. "დავკარგეთ ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ლიტერატურა და კლასიკოსები შეგვაყვარა. ასევე, ძალიან დიდი მოაზროვნე იყო. დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი თაობა, სწორედ მისი მოღვაწეობის მაგალითზე გაიზრდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ, მას შემდეგ რაც სიონის ტაძარში ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. შეგახსენებთ, რომ სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების ცერემონია 14:00 საათზე დაიწყო. ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება. ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდს, საქართფველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)