05:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-06 14:44:49, 399 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - პრეზიდენტის მხრიდან უკანონობის ნიველირება ქვეყნის წინაშე სააკაშვილის დამსახურებას არ დააკნინებს

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან უკანონობის ნიველირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დააკნინებს  პრეზიდენტი სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე, მაგრამ გაართულებს იმ საერთო ევროპულ მომავალზე შეთანხმებას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი ნამდვილად არ არის,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ, რომ მხოლოდ ერთიანობითა და საერთო ძალისხმევით შეგვიძლია ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა".

“ასევე, პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური თუ პირადი სიმპათიები და შევთანხმდეთ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის პარალელურად, ივანიშვილს მიტაცებული აქვს სახელმწიფო და მათ შორის, სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილის დავალებით პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა უკვე ორმაგი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლედ წოდებული მიხეილ ჯინჯოლიას უკანონო გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და არ აქვს ანალოგი, რადგან არც ერთი პატიმარი - პოლიტპატიმარი პრეზიდენტი სააკაშვილის გარდა - არ იხდის ორმაგ პატიმრობას.

პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც უკვე თითქმის სამი წელია უკანონო პატიმრობაშია, აღმკვეთი ღონისძიების სახით დამატებით პატიმრობა შეუფარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილს მისი თავისუფლების ეშინია.

ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე, მაგრამ ჩვენი ვალია, შევთანხმდეთ მომავალზე - რადგან მყარად მჯერა, რომ ეს მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, თითოეული მოქალაქისათვის ევროპულია“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics