06:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-03 15:53:36, 399 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - პარტიების არანაირი გაერთიანება არ არის, არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მოქალაქეების დაბნევას ცდილობს

ქართველმა ხალხმა დაინახა, პარტიების არანაირი მრავალფეროვნება თუ გაერთიანებები არ არის, არის ერთი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობს, ჩვენი მოქალაქეები დააბნიოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონებში შეხვედრებიც აჩვენებს, რომ ამ პარტიებთან შეხვედრებზე მოქალაქეები არ დადიან.

“მთავარი ერთი რამეა, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა, ვისთან აქვს საქმე. სინამდვილეში არანაირი პარტიების მრავალფეროვნება თუ გაერთიანებები არ არის, ხომ ხედავს ყველა, ეს არის ერთი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობს ახლა, რაღაცნაირად დააბნიოს ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ვხედავთ ყველა, მათ შორის მათი შეხვედრებიც რეგიონში აჩვენებს, რომ მოქალაქეები მათთან შეხვედრაზეც არ დადიან და “ენჯეოების“ ორგანიზებულ წინასაარჩევნო კამპანიებში არიან ჩართული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics