|
2024-07-31 14:39:55, 404 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - შესაბამისი წესის დამტკიცების შემდეგ, მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა 1-ელი სექტემბრიდან შეეძლებათ
მუნიციპალიტეტის მთავრობამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის პირობებს განსაზღვრავს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. „საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობას განსაზღვრავს. საკრებულოში აღნიშნულ ცვლილებაზე იმსჯელებენ. გვინდა, რომ აღნიშნული წესი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს, რათა მოპედებსა და მოტოციკლებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსო ზოლში გადაადგილდნენ“,- განაცხადა კახა კალაძემ. მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილების თანახმად, საავტობუსო ზოლში, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი ან/და დატანილია შესაბამისი ჰორიზონტალური მონიშვნა, დასაშვები იქნება მოტოციკლის ან/და მოპედის მოძრაობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა ამავდროულად, ავტობუსის ზოლში აკრძალული იქნება მგზავრის აყვანა/ჩამოსმა. ცვლილება იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გამონაკლისს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო დაუშვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)