23:39 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-30 10:00:19, 449 ნახვა

მსოფლიო
კირბი - ისრაელს აქვს უფლება, გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმას უპასუხოს

ისრაელს აქვს უფლება, უპასუხოს გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმას,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კირბის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მომხდარს "აბსოლუტურად გმობს".

როგორც კირბი ამბობს, თავდასხმა "ჰეზბოლას“ მიერ განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად "ჰეზბოლა“ ამას უარყოფს.

"ეს მათი რაკეტაა. ის გაშვებულია იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ისინი აკონტროლებენ“,- განაცხადა კირბიმ.

მისივე თქმით, აშშ-ს სჯერა, რომ დიმპლომატიური გადაწყვეტისთვის ჯერ ისევ არსებობს დრო და სივრცე.

ამასთან, როგორც მან დასძინა, ისრაელელ და ლიბანელ კოლეგებთან უწყვეტ დისკუსიებს აწარმოებს.

"ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა. ვერცერთი ერი ვერ მოითმენს ისეთ სერიოზულ საფრთხეებს, რომლებსაც ისრაელელები აწყდებიან“,- აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა.

ცნობისთვის, 27 ივლისს ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 10-დან 20 წლამდე პირები არიან. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფება იერიშთან რამე კავშირს უარყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics