|
2024-07-29 12:41:53, 370 ნახვა
მსოფლიო
საარჩევნო საბჭოს შედეგებით, ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა
ვენესუელას საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, ელვის ამოროსომ, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეა, თქვა, რომ ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ პრეზიდენტმა მადურომ ხმების 51% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა კი - 44%. ვენესუელას ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათი მტკიცებით, არჩევენებში ოპოზიციურმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა 70%-ით გაიმარჯვა. ვენესუელაში არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სკეპტიციზმი გამოთქვა. "აშშ-ს აქვს სერიოზული შეშფოთება, რომ გამოცხადებული შედეგი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას ან ხმებს",- განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)