23:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-29 11:21:08, 413 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუმ და გალანტმა გოლანის მაღლობებზე თავდასხმაზე პასუხის მასშტაბებისა და ვადების განსაზღვრის უფლებამოსილება მიიღეს

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს, მიანიჭა უფლებამოსილება, გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, ისრაელის პასუხის მასშტაბები და დრო განსაზღვრონ. 

ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შეგახსენებთ, 27 ივლისს ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 10-დან 20 წლამდე პირები არიან. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფება იერიშთან რამე კავშირს უარყოფს. 

გოლანის მაღლობები 1967 წლამდე სირიის შემადგენლობაში შედიოდა, 6-დღიანი ომის შემდეგ კი, ისრაელის კონტროლის ქვეშ მოექცა. 1981 წელს ისრაელის ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტი გამოაცხადა. როგორც ისრაელი, ისე სირია, გოლანის მაღლობებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა არ ცნობს ანექსიას და გოლანის მაღლობებს დე იურედ სირიის ტერიტორიად მიიჩნევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics