01:18 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-28 15:02:51, 445 ნახვა

მსოფლიო
კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელი - ჰარისმა გასულ ერთ კვირაში 200 მილიონი დოლარის შემოწირულობა მოაგროვა

ამერიკის შეერთებული შტატების  ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გასულ ერთ კვირაში 200 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა. ამის შესახებ ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა, მაიკლ ტაილერმა განაცხადა.

ტაილერის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საარჩევნო რბოლიდან კანდიდატურა მოხსნა და მხარი ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს დაუჭირა, ერთ კვირაში რეკორდული რაოდენობის თანხა შეგროვდა.

მთლიანი შემოწირულობის მესამედი ისეთი დონორებისგანაა, რომლებსაც აქამდე არ გაუკეთებიათ შემოწირულობა დემოკრატების კამპანიისთვის.

„ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის იმპულსი და ენერგია ისეთივე რეალურია, როგორც პრინციპი ამ არჩევნების. შედეგები იქნება არაპროგნოზირებადი და გადაწყვეტილი იქნება რამდენიმე შტატში ამომრჩეველთა მცირე რაოდენობის მიერ“, – ამბობს ტაილერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics