|
2024-07-26 13:45:13, 376 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ „პრორუსული“ გახდეს
ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული", ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "ეს ყველაფერი ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს". „ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული". თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ა.შ. ახლა რის გამოც გვაცხადებდნენ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმას საუბრობენ თავად. საუბრობენ, რომ უნდა ვიყოთ ხელგაშლილი რუსი ტურისტების მიმართ, არ უნდა დავაწესეთ სანქციები რუსეთის მიმართ და ა.შ. დღეს, ალბათ, ყველამ მოისმინა პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად გაიხსენა თითოეული თემა, რომელიც იყო მიმართული იქითკენ, რომ საქართველო გამხდარიყო არამხოლოდ რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა, არამედ ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, ეს არის განცხადებები, ეს არის არქივი, რომელსაც ვერ გაექცევიან ეს პოლიტიკური ძალები. დღეს ხედავენ ისინი, როგორია საზოგადოების განწყობა. საზოგადოება აფასებს იმ მიდგომას, რომელიც ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას ამ ორი წლის განმავლობაში, რის გამოც, ჩვენ, ოპოზიციამ და მათმა მეგობრებმა გამოგვაცხადეს პრორუსულ ძალად და ახლა თავად გადაწყვიტეს, რომ პრორუსები გახდნენ და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები. ეს ყველაფერი ერთი - მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე და მეორე - ისინი გათვლებს აკეთებენ არასწორად, მათ ჰგონიათ, რომ მარტივად შეიძლება, ხალხი მოატყუონ და ხალხს შეიძლება, დაავიწყდეს ის, რაც ხდებოდა გასული ორი წლის განმავლობაში. ხალხს არაფერი ავიწყდება, აქედან გამომდინარე, ისინი იმ 30 პროცენტამდე შედეგსაც ვერ მიიღებენ, მე ასე მგონია, რაც დღემდე ჰქონდათ რეიტინგების მიხედვით. რა თქმა უნდა, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს",- განაცხადა კობახიძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)