00:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-26 12:18:01, 3104 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა

ახალქალაქში, უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (BCT) რეკრუტთა საწვრთნელი მესამე ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დღეიდან სამხედროები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გააგრძელებენ მსახურს. 

"რეკრუტებს კურსის დამთავრება საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული მსახური უსურვა. რეკრუტთა მესამე ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს წარჩინების სერტიფიკატები და საპატიო სიგელები გადაეცათ. 

ღონისძიებას უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი პირები, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და პროექტ ,"ჯარის ბანაკის“ მონაწილეები დაესწრნენ. 
რეკრუტები საწყის საბრძოლო მომზადებას BCT ცენტრში რვა კვირის განმავლობაში გადიოდნენ. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საერთო საჯარისო წესდებები შეისწავლეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics