|
2024-07-24 21:42:43, 396 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან, გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია მათი მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით
რიგ შემთხვევებში კერძო სექტორთან გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია მათი მხრიდან ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. სარჯველაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური პაციენტები 24 ივლისის შემდეგ, გაცემული რეცეპტების საფუძველზე, გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტებს პირდაპირ კლინიკაში მიიღებენ და ამით მკურნალობის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ. „სამწუხაროდ, დღეს გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტი გვაქვს. ლოგისტიკური საკითხების გადაჭრის მიუხედავად, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მცირე რაოდენობის პრეპარატებს ყიდულობს, ძირითადად კი წამლები კერძო სექტორს შემოაქვს რეგულირებისა და რეგლამენტაციის პირობებში. ჩვენ თვალს ვადევნებთ ბაზარზე ამა თუ იმ მედიკამენტის მოძრაობას. რიგ შემთხვევებში კერძო სექტორთან გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია მათი მხრიდან ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოს მიზანი კერძო სექტორისთვის კონკურენციის გაწევა არ არის, მაგრამ როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება გვიანდება, გარკვეული ინტერვენციის საჭიროება ჩნდება. „არ მინდა, დავიჯერო, რომ შესაძლოა, პროცესი ხელოვნურად იყოს მართული; ვინმე ამას კომერციული ინტერესების ლობირების ან სახელმწიფოს წინააღმდეგ გარკვეული ვალდებულებების წარმოქმნის მიზნით გეგმავდეს და ახორციელებდეს. თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში ეჭვის მიზეზი მაინც ჩნდება. ჩვენი მიზანი არ არის, კონკურენტად ვექცეთ კერძო სექტორს, მაგრამ თუ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების პროცესში რამეს აგვიანებს ან ისე ვერ აკეთებს, როგორც აუცილებელია, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან იქნება გარკვეული ჩარევა, თუ გნებავთ, ინტერვენცია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არგუმენტები, თითქოს კონკრეტული მედიკამენტების იმპორტის პროცესში კერძო სექტორს რამე წინაღობა ექმნება, არც ისე დამაჯერებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ონკოლოგიასთან დაკავშირებულ პრეპარატებს ეხება. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თუ დეფიციტი დიდხანს შენარჩუნდება, კერძო სექტორი ამ პრობლემას დროულად ვერ აღმოფხვრის და ვერც რამე კონკრეტულ მიზეზს დაასახელებს, რაშიც დახმარება სჭირდება, აღნიშნულ მედიკამენტებს სახელმწიფო თავად შეისყიდის.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)