|
2024-07-23 14:48:26, 281 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე შესაძლო ტერორისტულ აქტზე - გამოკითხვიდან გამოსულებმა ხომ ყველამ იცოდა, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით მიდიოდა, პირველ დღეებში რატომ დამალეს?
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრობს. მდინარაძის თქმით, საქმეზე გამოკითხულმა პირებმა იცოდნენ, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით მიდიოდა. როგორც მან აღნიშნა, "მინიმუმ ძალიან საეჭვოა, რომ ტელევიზიები, პოლიტიკოსები და თავად მოწმეები არ ამბობდნენ ამ ყველაფერს". "ერთი წამით დავუშვათ, რომ ვთქვათ სანამ გამოკითხვაზე მივიდოდნენ, არ იცოდნენ, რომელიმე მოწმე არ იყო საქმის კურსში, გამოკითხვიდან გამოსულებმა ხომ უკვე ყველამ იცოდა, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით მიდიოდა. ტელევიზიები, პოლიტიკოსები, რომლებიც ამაზე კომენტარებს ერიდებოდნენ, თავად მოწმეები რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს, მინიმუმ ძალიან საეჭვო არ არის? ამაში გაიშიფრნენ ისინი. ჯერ ერთი, ყველა საქმის კურსში იყო, რაში იყო საქმე, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების" სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას და ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას. მაინც და მაინც ტერორიზმის მუხლს არ ახსენებდნენ. გაუთქმელობა ტერორიზმის მუხლს ეხებოდა და შეთქმულებას არა? ეს რანაირი არგუმენტია? ტელევიზიების ნარატივები ნახეთ პირველი-ორი დღე. მხოლოდ შეთქმულებაზე ლაპარაკობდნენ და როცა გამოჩნდა, რომ ტერორიზმის მუხლიც იყო, მერე დაიწყეს ამაზე საუბარი. სუს-მაც დაადასტურა ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლიც, შემდეგ დღეებში თვითონვე ადასტურებდნენ, მაგრამ პირველ დღეებში რატომ დამალეს მაინც და მაინც ტერორიზმი, უკან გამოსულებმა ხომ იცოდნენ?" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)