15:42 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-23 10:48:47, 352 ნახვა

საზოგადოება
დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, პანსიონატში მცხოვრებ შშმ პირებსა და თანამშრომლებს, საპარლამენტო არჩევნებისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

“ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია, რომ უზრუნველყოს ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობების და შესაფერისი საარჩევნო გარემოს შექმნა.

შშმ პირებმა, თანამშრომლებთან ერთად, იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. კერძოდ, ბენეფიციარებმა, პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics