|
2024-07-22 14:48:18, 479 ნახვა
საზოგადოება
ხაშურში იუსტიციის სახლი გაიხსნა
სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - ხაშურში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში 500-მდე მომსახურებას მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, აქვე სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში ქორწინების მსურველი წყვილები საზეიმო ცერემონიალის დაგეგმვასაც შეძლებენ. “იუსტიციის სახლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში ლევან ხარაბაძემ გახსნეს. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით 121 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს; რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელში ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი". ჯამში, მათი მომსახურებით ყოველდღიურად 20 ათასზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. მიმდინარე წელს კიდევ 10 იუსტიციის სახლი გაიხსნება თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, თბილისში (გლდანში), ჭალაში, ზოტში, ტოლებში, შროშასა და ცაისში. ხაშურის იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)