12:20 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-21 16:58:29, 787 ნახვა

ომი უკრაინაში
კლიჩკო - რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ზელენსკი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას

ზელენსკიმ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა,- ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კლიჩკოს თქმით, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მომდევნო რამდენიმე თვე "ძალიან რთული იქნება".

"მომდევნო რამდენიმე თვე ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ძალიან რთული იქნება. მან უნდა განაგრძოს ომი ახალი სიკვდილით და ნგრევით, თუ განიხილოს ტერიტორიული კომპრომისი პუტინთან? და ამ შემთხვევაში, რა ზეწოლა იქნება აშშ-დან, თუ ტრამპი გაიმარჯვებს? და როგორ შეგვიძლია, ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილები, რომლებსაც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლე ემსხვერპლა? რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას. მოდი, ცხადი ვიყოთ, ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი, მაგრამ ვითარება უფრო და უფრო რთულდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების დახმარებაზე, კოშმარი იქნება, თუ კიდევ ორი ​​წელი მოგვიწევს ბრძოლა... ზელენსკის, ალბათ, მოუწევს, ჩაატაროს რეფერენდუმი. არა მგონია, მან შეძლოს ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე...

ზელენსკიმ ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინა თავის კაბინეტში. შედეგად, პარლამენტმა დაკარგა შესაბამისი როლი. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც დაკავშირებულია ევროპის მთავრობების ტრადიციებთან. ჩვენ ვიბრძვით რუსეთის დიქტატურისგან თავის დასაცავად, გვინდა, დავრჩეთ სრულიად განსხვავებულები პუტინის რეჟიმისგან. ექვსი თვის წინ ვუთხარი გერმანულ პრესას, რომ ავტორიტარიზმის სუნს ვგრძნობდი ჩვენს ქვეყანაში",- აცხადებს კლიჩკო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics