03:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-21 16:14:14, 515 ნახვა

მსოფლიო
CNN - თუ ბაიდენი კანდიდატურას მოხსნის, „დემოკრატიული პარტიის“ წევრები მხარს ჰარისს დაუჭერენ

თუ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, მოქმედი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, "დემოკრატიული პარტიის" წევრები მხარს ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას დაუჭერენ. ამის შესახებ CNN წერს.

CNN-ის ინფორმაციით, შიდა გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ჰარისი, საარჩევნო რბოლებისა და დემოკრატიული ენთუზიაზმის გასაძლიერებლად, სულ მცირე, უფრო სასარგებლო იქნებოდა.

პარალელურად, ბაიდენის თანაშემწეები აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება მომავალ კვირას, როგორც კი "კოვიდ-19"-სგან გამოჯანმრთელდება.

როგორც CNN-ს რამდენიმე "დემოკრატმა" პოლიტიკოსმა უთხრა, "მაგრამ თუ მოულოდნელად რამე შეიცვლება, ისინი ვერ ხედავენ დასასრულს სხვაგვრად".

ამასთან, კონგრესის ბევრმა "დემოკრატმა" წევრმა, რომლებიც მანამდე ბაიდენის წასვლას ითხოვდნენ, არ უპასუხეს CNN-ს შეკითხვაზე, მზად იყვნენ თუ არა კამალა ჰარისის კანდიდატურის დასახელებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics