|
2024-07-21 13:15:06, 592 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ისრაელის იერიშს იემენში, ჰოდეიდაზე 3 ადამიანი ემსხვერპლა - ათობით პირი დაშავებულია
ისრაელის მიერ იემენში, შიიტი "ჰუსიტების" მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე მიტანილი იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო იემენელი "ჰუსიტების" მედია Al-Masirah TV-ზე დაყრდნობით წერს, დაშავებულთა უმეტესობამ მძიმე დამწვრობა მიიღო საჰაერო თავდასხმების დროს, რომელთა სამიზნესაც ნავთობის ობიექტები და ელექტროსადგური წარმოადგენდა. Reuters-ს ჰოდეიდას მცხოვრებლებმა სატელეფონო საუბრისას უთხრეს, რომ ინტენსიური დაბომბვის დროს აფეთქებების ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. Al-Masirah TV-მ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პორტის ნავთობის საცავებში დაბომბვების შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას, მეხანძრეებთან ერთად, სამოქალაქო თავდაცვის ძალებიც ცდილობდა. იერიშის შემდეგ ისრაელის სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ "ჰუსიტები" ჰოდეიდას პორტს ირანისგან იარაღის მისაღებად იყენებენ. მისი თქმით, სამიზნეები, რომლებიც ისრაელიდან 1 700 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული, ორმაგი დანიშნულების ობიექტებს წარმოადგენს. დაბომბვების შემდეგ "ჰუსიტების" უმაღლესმა პოლიტიკურმა საბჭომ თქვა, რომ დარტყმებზე "ეფექტური პასუხი" იქნება. სამხედრო სპიკერ იაჰია სარის განცხადებით, "ჰუსიტები" "ისრაელის სამიზნეებზე დარტყმას არ დააყოვნებენ". ცნობისთვის, ისრაელმა, თელ-ავივზე თავდასხმის საპასუხოდ, იემენში, შიიტი "ჰუსიტების" მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე იერიში გუშინ, 20 ივლისს მიიტანა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)