|
2024-07-20 10:54:30, 409 ნახვა
მსოფლიო
პოლიტიკოს ირინა ფარიონს ლვოვში ესროლეს, ის მძიმედ დაიჭრა
ლვოვში უცნობმა პირმა ესროლა პოლიტიკოსს, უმაღლესი რადას ყოფილ დეპუტატს და უკრაინული ენის პროფესორს ირინა ფარიონს. მკვლელობის მცდელობა მოხდა პარასკევს, დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე, ქუჩაში იმ სახლის მახლობლად, სადაც ფარიონი ცხოვრობს. პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ. ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა იგორ ზინკევიჩმა და ჟურნალისტმა მარტა ოლიარნიკმა პირველებმა განაცხადეს მკვლელობის მცდელობის შესახებ. ლვოვის პოლიციამ მომხდარი მსხვერპლის დასახელების გარეშე დაადასტურა. პოლიციის ინფორმაციით, მსროლელმა გაქცევა მოახერხა და მიმდინარეობს ძებნა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დანაშაულის გარემოებების დადგენაში ჩართულია ეროვნული პოლიციისა და SBU-ს ყველა საჭირო ძალა . „ექიმები იბრძვიან ირინა ფარიონის სიცოცხლისთვის. აშკარაა, რომ ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ დაგმობას იმსახურებს და თავდასხმაში მონაწილე ყველამ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. იგორ ზინკევიჩმა თქვა, რომ მოწმეებმა აღწერეს თავდამსხმელი: ეს იყო მამაკაცი, მას ხელთათმანები ეცვა, იარაღი იყო მაყუჩის გარეშე. 60 წლის ირინა ფარიონი უკრაინული ენის ფილოლოგი და ლინგვისტია, 2012-2014 წლებში იყო უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, სრულიად უკრაინული ასოციაცია „სვობოდას“ წევრი. იგი ცნობილია თავისი მკაცრი პოზიციით უკრაინაში უკრაინული ენის უპირატესობასთან დაკავშირებით და მისი მოთხოვნებით, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს რუსულის გამოყენება უკრაინაში, როგორც „ოკუპანტების ენა“.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)