23:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-17 20:42:01, 584 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ივანიშვილის გამოსვლაზე - ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს

ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლა არ იყო ქართველის გამოჩენა. ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტიის "ხელში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მომავალი არ უწერია".

"ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლა არ იყო ქართველის გამოჩენა. ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს. 

ვისაც რამის დანახვა შეუძლია, ხედავს, რომ ის და მისი ბანდა წარმოადგენენ პირდაპირ და უზარმაზარ საფრთხეს თითოეული ქართველის უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის და მომავლისთვის. 

მათ ხელში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მომავალი არ უწერია. მათ არაფერი კარგის გაკეთება არ შეუძლიათ, მხოლოდ გაფუჭებას გააგრძელებენ დაჩქარებული ტემპით.

კარგი ამბავი ისაა, რომ ქართველი ხალხი დიდი ხანია ყველაფერს მიხვდა. აზვირთებულია დიდი საარჩევნო ტალღა, რომელიც მაფიოზურ რეჟიმს წალეკავს ოქტომბერში. 

ჩვენ ვეუბნებით მათ - თქვენი არავის ეშინია, დროა ჩაალაგოთ ჩემოდნები და მოემზადოთ საქართველოს თქვენი მმართველობისგან გათავისუფლებისთვის, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის", - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics