|
2016-02-17 11:24:29, 530 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაშენიანების რეგულირების წესებში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს
დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ყურადღება რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების წესებში დაგეგმილ ცვლილებებზე გაამახვილა. რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია, უახლოეს მომავალში საკრებულოს წარედგინება. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება კ2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით დროებით შეზღუდვებს შეეხება, კერძოდ, ქალაქის ქაოტური განაშენიანების თავიდან აცილების მიზნით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით დროებითი შეზღუდვა დაწესდება და კ2 კოეფიციენტის მომატება, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ, მხოლოდ ერთჯერადად იქნება შესაძლებელი. ამასთან, კოეფიციენტის მატებაზე გამონაკლისის დაშვების დასაბუთების წესიც გამკაცრდება, რაც კ2 კოეფიციენტის მომატებაზე ნებართვების გაცემის ინტენსივობას შეამცირებს და დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს. მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტიც გაიზრდება და კ3 10%-ის ნაცვლად, 20%-ით განისაზღვრება - აღნიშნული ხელს შეუწყობს ქალაქში კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის გაჩენას. რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, რაზეც ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, გზების ორმოული შეკეთება იყო. „ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად დედაქალაქში გზების ორმოული შეკეთება აქტიურ ფაზაში შედის. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 50-მდე ქუჩაზე ორმოული შეკეთებები დასრულებულია. ამასთან, ამ ეტაპზე კიდევ 15-მდე ქუჩის ორმოული შეკეთება მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში სამუშაოები დამატებით 25 ობიექტზე დაიწყება“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება საგზაო საფარის კაპიტალურ შეკეთებას, ამ დროისათვის სატენდერო პროცედურები ორ 4 მილიონიან ტენდერზე მიმდინარეობს, რომელთა ფარგლებშიც, მდ. მტკვრის ორივე სანაპიროზე არსებული დაზიანებული გზები კაპიტალურად შეკეთდება. ასევე, ერთ კვირაში, თბილისის მასშტაბით, 6 მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)