01:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-13 17:11:36, 589 ნახვა

პოლიტიკა
ვერ ეღირსებიან საქართველოს რუსეთიზაციას და 26 ოქტომბერს მიიღებენ ძალიან მძიმე პასუხს - ფავლენიშვილი ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე

ივანიშვილი და მისი ბანდა კრემლის ყველა მზაკვრული ჩანაფიქრის ასრულებას ცდილობს, ამიტომაც შემოჰყავთ რუსი ინსტრუქტორები და შემოაქვთ რუსული გავლენა საქართველოში,- ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი რუსი ტრენერების ყოფნას შეკვეთილში, სადაც ისინი რუსული ენის პოპულარიზაციისთვის სემინარებს ატარებენ.

ფავლენიშივილის თქმით, ივანიშვილი და მისი გარემოცვა 26 ოქტომბრის არჩევნებით საზოგადოებისგან ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ.

“რუსეთიზაცია ნიშნავს ძველის ძველი კრემლის მზაკვრული ჩანაფიქრის ასრულებას ანუ გარუსებას ქართველი ერის, მათ შორის ინტეგრირებას რუსეთში და ქართული ენის წართმევას, რასაც ამდენი საუკუნის მანძილზე ცდილობენ. 

ივანიშვილი და მისი “ბანდა“ ცდილობს, რომ ყველა მზაკვრული ჩანაფიქრი აღასრულოს საქართველოში, ამიტომაც შემოჰყავთ რუსი ინსტრუქტორები, შემოაქვთ უფრო მეტი რუსული გავლენა და ყველა რბილი ძალის ინსტრუმენტი, რაც არის კრემლის ინსტრუმენტში სურთ რომ გამოიყენონ, თუმცა ვერ ეღირსებიან და 26 ოქტომბერს ყველა რუს ინსტრუქტორს, ყველა კრემლის მსახურს და აგენტურულ ქსელს ივანიშვილის თამადობით გავცემთ პასუხს.

 ვერ ეღირსებიან, პირიქით, ისინი მიიღებენ ძალიან მძიმე, ძალიან კონკრეტულ პასუხს, რითაც გარუსების ბოლო მცდელობა ჩაეფუშება კრემლს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics