01:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-13 14:36:00, 578 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში არ იქნებოდა

„საქართველოს ხელისუფლებას რომ განსხვავებული კურსი ჰქონდეს, ან  ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედიოდეს, მერწმუნეთ, “ქართული ოცნება" ხელისუფლებაში არ და ვერ იქნებოდა, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას დარწმუნება გამჭვირვალობის კანონის კეთილ მიზნებში.

კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა არადემოკრატიული გზით მიდის.

„რაც არ უნდა აკეთონ ეს განცხადებები, არ არსებობს არგუმენტები იმისა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ან ქვეყანაში არადემოკრატიული პროცესები მიდის. უბრალოდ, არ არსებობს ამის ფაქტები", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 12 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იკრალი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics